Saturday, June 23, 2018






ყველა ადამიანს საკუთარი წილი რომანტიკა გააჩნია , ის რაც მისთვის ამაღლებულ , ემოციურ დამოკიდებულებას ქმნის. ჩემთვის მოგზაურობა და მოულოდნელი თავგადასავლები,  ყველაზე დიდი რომანტიკაა. მოკლედ , რომ ვთქვათ მძაფრი, სასიამოვნო შეგრძნებები.

მდინარე დონაუ 

ვენიდან დაახლოებით ერთი საათის  და 26 წუთის სავალ გზაზე ,   მდინარე დუნაის მარცხენა სანაპიროზე ძველი მევენახეობის ქალაქი "Spitz" -ი მდებარეობს , როგორც ადგილობრევები ამბობენ Wachau -ს  გულში . ეს ქალაქი  მთაზე შეფენილი ვენახის ბაღებითა და  რენესანსის, ბაროკოს სტილის სახლებით გამოირჩევა. ადგილობრივ ოჯახებს სახლებში, საკუთარი ღვინის საწარმოები აქვთ.



ამ რომანტიკულ გზაზე,  ულამაზესი ხედები იშლება , ვენახებით, ჩუმად მოლივლივე მდინარით და გარგრის ბაღებით, სადაც შეგიძლიათ ჭიქა ღვინოსთან ერთად ჩამავალი მზით და ფერადი პეიზაჟებით დატკბეთ.  კარგი ღვინის პოვნა იქ არ გაგიჭირდებათ. ;)


"ვახაუ ტერასა"- ზღვის დონიდან 315 მეტრი 

"Spitz" -ში გაზაფხულზე აღმოვჩნდი, მაშინ, როცა გარგრის ულამაზესი ხეები ყვაოდნენ, ვენახებს ოდნავ კვირტები უჩანდათ  და მდინარე დუნაი ლურჯად ლივლივებდა.  ჰაერს გაზაფხულის სურნელი ასდიოდა.

გარგრის ბაღი




შთამბეჭდავია ქალაქის მთავარ მოედანზე არსებული მე-15 საუკუნის გვიან გოთურ სტილში აგებული  ეკლესია. ძირითადი ღირსშესანიშნაობაც ესაა ამ ქალაქში, ასევე ვენახები და სახლების უძველესი  არქიტექტურა, მაგრამ თავად ამ რეგიონში, რაც რამდენიმე პატარა ქალაქის აერთიანებს სანახვი ბევრია. თუმცა,  ეს დროს და ფინანსებს უკავშირდება. :)



გოთური ტიპის ეკლესია -"Pfarrkirche"


2001 წელს, მთელი Wachau  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. ამ რეგიონის ძირითადი ქალაქები არიან: Spitz-ი, Weißenkirchen-ი და  Dürnstein-ი, რომელთაც  მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი აქვთ.

სახლების არქიტექტურა რელიგიური დეტალებით


თუ იქ მოხვდებით აუცილებლად გასინჯეთ, საფირმო გარგრის ჯემი, ასევე უგემრიელესი გარგრის ფუნთუშა და "Holunderblütensirup"- (ანწლის ყვავილების სიროფი), სვამენ წყლით შეზავებულს , ლიმნით და ასევე ამატებენ ალკოჰოლურ სასმელებშიც, რაც მართლაც არომატული და უგემრიელესია.

ცნობილია, რომ ამ ქალაქში მოგზაურობისთვის ყველაზე კარგი პერიოდი გაზაფხული და ზაფხულის მიწურულია. როდესაც უკვე გარგარის მოსავალს იღებენ და ყურძენი მწიფეა, როცა  ზაფხულის მიწურულია და შემოდგომის მოსვლა იგრძნობა, სადაც გზაზე მივამავალ ბილიკებზე მზეზე  მოელვარე ყურძნის მტევნები ქარვისფრად იმზირებეიან და ფოთლებს შეფარული სიყვითლე ოქროსფერ ატმოსფეროს ქმნის.

0 comments: