Saturday, February 12, 2011



  21-ე საუკუნე ტექნიკური თვალსაზრისით პროგრესის საუკუნეა, სადაც ყველაფერი სწრაფი ტემპებით ვითარდება. ეს წინსვლა ყველა პროფესიულ სფეროს ეხება. ნებისმიერ პროფესიულ ენას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიური ლექსიკა გააჩნია. ამ ტერმინთა უმრავლესობა პირდაპირ გადმოდის უცხოური ენებიდან და ადგილს იმკვიდრებს ქართულ ენაში.

  ერთის მხრივ, შეიძლება ითქვას,რომ ასეთი სიტყვების არსებობას გამართლებაც აქვს, რადგან ჩვენს ენაში ოდითგანვე დამკვიდრებული ტერმინები იმდენად შესისხლხორცებული გვაქვს, რომ ეს სიტყვები აღარ საჭიროებს ქართულად განმარტებას, თუმცა მეორეს მხრივ, ძალიან ცუდია, როდესაც ამ ტერმინების ქართული შესატყვისები არსებობს, მაგრამ ჩვენ უკვე კარგა ხანია მათ აღარ ვიყენებთ.

სპეციალური ტერმინების ენაში დამკვიდრებისას საჭიროა შინაარსობრივად მათი ზუსტი გადმოტანა, რათა ისინი არ დამკვიდრდნენ დამახინჯებული სახით, რადგან      ტერმინად გამოყენებულ სიტყვებს მკაცრი სიზუსტე მოეთხოვებათ.

  “ტერმინი ცნების აღმნიშვნელი სიტყვაა ან სიტყვით გამოხატული ცნება, მთავარი მოთხოვნა, რომელიც წაეყენება ტერმინად გამოყენებულ სიტყვას სიზუსტეა. ასეთი სიტყვებით გადმოიცემა მეცნიერების ამა თუ იმ დარგისათვის შესაფერისი  ცნებები და კატეგორიები. ტერმინოლოგია ისეთივე აუცილებელია ენისათვის, როგორც ჰაერი ადამიანისათვის. იგი იმდენგვარია, რამდენიც ცოდნის სფეროა. ტერმინოლოგიას იყენებს ყოველი ენა, მათ შორის ქართულიც.”(ბ. ჯორბენაძე, “ქართული დიალექტოლოგია”,თბილ. 1983წ.) ეროვნული ტერმინოლოლოგიის პარალელურად, ქართულში ვრცელდება ნასესხები სიტყვები, რომლებსაც დიდი მოფრთხილება სჭირდებათ. საგანგებოდ, უნდა აღინიშნოს ტექნიკური სფეროს წარმომადგენლების ზეპირი და წერითი მეტყველების შესახებ. ტექნიკური სახის ლიტერეტურა ძირითადად უთარგმნელია, თარგმანები ენობრივად გაუმართავია, ბევრ დარგში არ არის შემუშავებული სპეციალური ტერმინები.

   ტერმინის ენაში დამკვიდრებისას საჭიროა დელიკატური მიდგომა, რათა ზუსტად გამოიხატოს შესაბამისი ცნება, სიტყვების ადაპტაცია რომ მოხდეს,აუცილებელია ენათმეცნიერთა და სპეციალისტთა ერთობლივი მუშაობა.

  საზოგადოების ენობრივი ნორმების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს მასმედია. მათ მიერ გამოყენებული სიტყვა–გამოთქმები, ასევე უცხოური ენებიდან შემოსული ტერმინები ზოგჯერ არასწორად მკვიდრდება ენაში.

ჩვენ კარგად ვიცით,რომ დღეს რუსული ენიდან შემოსულ ბარბარიზმებს ჩაენაცვლა უცხოური სიტყვები და ტერმინები. განსაკუთრებით, ეს პროცესი თვალშისაცემია პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში. პოლიტიკოსების მიერ წარმოთქმული სიტყვები დღევანდელ ქართულში ძირითადად უცხოური წარმომავლობისაა, მაგრამ მთავარია რამდენად სწორადაა, ისინი გამოყენებული შესაბამის კონტექსტში.

პოლიტიკური ტერმინოლოგია თემატურად მრავალფეროვანია. ბოლო დროს ძალზედ გააქტიურდა პროტესტის გამომხატველი ტერმინები, როგორიცაა “დემონსტრაცია”, მანიფესტაცია”.

  “დემონსტრაცია” ლათ. სიტყვაა და ნიშნავს მასობრივ მსვლელობას რაიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობილების გამოსახატავად, მისი სინონიმური ცალებია: “მანიფესტაცია”, და” მიტინგი.”

   “მანიფესტაცია” ლათ. ტერმინია და ნიშნავს გამოცხადებას-მასობრივ მსვლელობას ქუჩაში სოლიდარობის ან პროტესტის გამოსახატავად. ადრეულ პერიოდში გამოყენების თვალსაზრისით ძალზედ ხშირი იყო სიტყვა “მიტინგი”, რომელიც ინგლისური წარმოშვებისაა და ნიშნავს მასობრივ კრებას, რაიმე საჭირბოროტო (უპირატესად პოლიტიკურ ) საკითხებზე, მაგრამ ეს ტერმინი დავივიწყეთ და უფრო ინტენსიურად ვიყენებთ “მანიფესტაციას”, კიდევ უფრო მაშტაბურად, ამავე ,მიზეზით “ ეროვნულ დაუმორჩილებლობას.”

 განვიხილოდ რამდენიმე ტერმინი, რომელიც აქტუალურია და მუდმივად გაისმის ინფორმაციის სხვადასხვა  საშვალებებით. მაგალითად, “ოკუპაცია”, ეს ტერმინი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს მოვლენების შემდეგ გააქტიურდა, რომელიც ლათ. წარმოშვებისაა და ნიშნავს, რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ტერიტირიის დროებით დაკავებას. ასეთივეა სიტყვა “სეპარატიზმი”,რომელიც ფრანგულია და ნიშნავს სწრაფვას გამოყოფისაკენ, განცალკავებისაკენ.

დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის განვითარებისაკენ და ცდილობს დამკვიდრებას, ტერმინი “დემოკრატია” მუდმივად გაისმის, იგი ბერძ. სიტყვაა და ნიშნავს სახელმწიფო მმართველობის ფორმას, პოლიტიკურ წყობილებას, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის.

 არამარტო ქართულ ენაში, არამედ სხვა ენებშიც იგრძნობა უცხოური ტერმინების სიჭარბე, ტერმინოლოგია ზოგადად ბერძნულ-ლათინური წარმოშობისაა, მაგრამ დღეს ძალზედ აქტუალურია ინგლისური ტერმინოლოგია, მართალია, არსებობს ქართული შესატყვისობები, მაგრამ რატომღაც უცხოურს ვამჯობინებთ, მაგალითისთვის ავიღით სიტყვა “ბიუჯეტი”, რომელიც ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს სახელმწიფოს, დაწესებულების, საწარმოს შემოსავალ-გასავვლის ნუსხას დროის გარკვეული მონაკვეთისათვის ვისიმე პირად შემოსავალს და ხარჯებს, ქართულ ენაში მისი სინონიმური ერთეულია “სალარო”, მაგრამ მას აღარ ვიყენებთ. ასევე, ხშირია ფრაზა “ოპოზიციური სპექტრი,”რომელიც მიიღება პრიზმაში ან სხვა გარდამტეხ გარემოში, სინათლის სხივის გავლის დროს, მისი ქართული შესატყვისია “ოპოზიციური ფრთა”, “ოპოზიციური მხარე”, მაგრამ ბოლო დროს გამოყენების თვალსაზრისით “სპექტრი” უფრო აქტუალურია.

სამწუხაროდ, ქართულ პრესაში ვხვდებით უხეშ დარღვევებს, რომელიც ენას უქმნის საფრთხეს.

 ტელევიზორის ყურების დროს, ალბათ ყველას შეუმჩნევია პირდაპირი ჩართვისას სიტყვა “live”, რომელიც ინგლ. ტერმინია და ნიშნავს სიცოცხლეს, ამ სიტყვას თავად ჟურნალისტებიც იყენებენ ზეპირ მეტყველებაში, ასევე მუსიკალურ წრეებშიც ხშირია ამ ტერმინის გამოყენების შემთხვევები. ასეთივეა ძალზედ გავეცელებული ფრაზა “სირცხვილის კორიდორი”, რომელიც ფრანგ. სიტყვაა და ნიშნავს დერეფანს, ტალანს. პოლიტიკური სიტოაცია, ზოგჯერ ქმნის ერთი შეხედვით “მოულოდნელ” ტერმინებს. ასეთი ტერმინები პოლიტიკურ შინაარსს, მხოლოდ კონტექსტიდან  გამომდინარე იძენენ, ასეთია “სირცხვილის კორიდორი”, როგორც ვხედავთ ტერმინთა შესიტყვებაში ჩართულია ნასესხები სიტყვა.

  თვითონ ჟურნალისტებიც გრძნობენ, რომ აზრის გამოხატვისას უცხოურ ტერმინებს, ზოგჯერ კი ჟარგონსაც იყენებენ. პოლიტიკურ თემებზე საუბრისას, სიტყვა “სლენგს” (sleng) ხმარობენ, რომელიც ინგლისურია და ნიშნავს ჟარგონს. ჟურნალისტები მას იყენებენ შემდეგნაირად: “უკაცრავად სლენგისთვის”,რაც დაუშვებელია და ენობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.

   ქართულ პრესაში მომრავლდა ისეთი გაზეთებიც, რომლებსაც უცხოური სახელწოდება გააჩნიათ, მაგალითად “prime time,”რომელიც ნიშნავს მთავარ, ძირითად დროს, ასევე “gorgian times” საქართველოს დრო, ჟურნალისტების მხრიდან უნებართვოდ დამკვიდრებული ტერმინები საფრთხეს უქმნის ჩვენს ლექსიკურ ფონდს.

 არამარტო ქართული ენა ზარალდება უცხოური ენიდან გადმოსული ტერმინებით, არამედ სხვადასხვა ქვეყნების პრესის ფურცლებიც სავსეა ასეთი სიტყვებით.
მე ხელი მიმიწვდება გერმანული პრესის რამდენიმე გაზეთზე მაგალითად (f. A. Z. “frankfurter algemainer zaitung”), სადაც შემიმჩნევია უცხო ენიდან, უმეტესწილად ინგლისურიდან პირდაპირ გადმოტანილი სიტყვები. შემიძლია ვთქვა, რომ თვითონ გერმანელები ამ ფაქტს ხისტად აღიქვამენ ენაში დამკვიდრებულ ასეთ სიტყვებს, ცინიკური თვალსაზრისით “დენგლიშებს” უწოდებენ (denglish=deutsh+english).
მაგალითისთვის მოვიყვანოთ ძალიან ხშირად გამოყენებადი ტერმინი “job”,რომელიც ინგლ. სიტყვაა და ნიშნავს დროებით საქმეს, დროებით სამსახურს, რა თქმა უნდა, არსებობს ამ სიტყვის გერმანული ანალოგი, “die arbeit”, მაგრამ როგორც ჩვენშია დამკვიდრებული ესა თუ ის უცხოური ტერმინი, ისე გერმანულ პრესაშიც ხდება მათი მუდმივი გამოყენება.

   მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესის წინაშე ისინიც უძლურნი არიან, მაინც, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს ამ ფაქტის წინააღმდეგ. ამით კი არ ანიჭებენ უპირატესობას რომელიმე ენას და არ მიაჩნიათ ესა თუ ის შემოსული ტერმინი მოდურად, მოხმარების თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან ეს პირიქით ხდება. თუკი ისეთი მრავალრიცხოვანი ერი, როგორიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა, მიმართავს ერთი შეხედვით მარტივ ხერხს საკუთარი ენის საკეთილდღეოდ, რაც პირადად ჩემთვის მისაღებია, რატომ არ შეიძლება ქართველებმაც მოვიფიქროდ მსგავსი რამ და ყველა ასპექტში დავიცვათ ჩვენი ენის სიწმინდე?!

  სწორი დამოკიდებულება ყველა ენისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ არ უნდა დავივიწყოთ ქართული ტერმინები და გადაჭარბებეთ არასაჭიროებისამებრ არ გამოვიყენოთ უცხოური სიტყვები.

 მასმედიას ამ შემთხვევაში განსაკუთრებული როლი აქვს, რადგან მას უსმენს ფართო საზოგადოება ამის გამო, ცუდად ახდენს ზეგავლენას მასზე. მასმედია არ არის ტერმინების შემუშავებული, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი აქვს მის დამკვიდრებაში.

                               ქეთევან ლებანიძე (საკონფერენციო ნაშრომი)                                                                                                  (2009 წ.)