Tuesday, April 3, 2012





-ბოლოს რა წიგნი წაიკითხე?
-ბეგბედერის „99 ფრანკი“.

ამ ბოლო ხანებში, ვისაც ეს კითხვა დავუსვი, უმრავლესობამ აღნიშნული პასუხი გამცა, ნეტა რატომ?! ასე მოდურია?! ან იქნებ იმიტომ იზიდავს მკითხველს 21–ე საუკუნის ანარეკლი რომაა თავისი განცდებით, არსებული რეალობით.

ერთი ჩვეულებრივი კარიერისტის, სარეკლამო აგენტის ცხოვრების და მოღვაწეობის ფონზე ასახულია, ჩვენს ირგვლივ არსებული ყოველდღიურობა, მივყვეთ ქრონოლოგიურად, დავიწყოთ სარეკლამო მენეჯმენტით.

"რას გვიშვება რეკლამა"...

ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნვეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ისინი კრეტინები არიან. ასე ახასიათებს ოქტავი, საკუთარ ხელმძღვანელის დამოკიდებულებას და მუშაობის პრინციპს, სადაც ყველა სარეკლამო კომპანიის მმართველის რეალური პორტრეტი მოიაზრება მომხმარებლისადმი ნათლად აფიშირებული.

მომხმარებლის ფსიქოლოგია კი, შემდეგია: კარგად შეფუთული რეკლამირებული „ნაგავი“, უფრო გაყიდვადია, ვიდრე ხარისხიანი პროდუქტი ურეკლამოდ. ვარგისაინობის განმსაზღვრელიც რელამა გახდა თანამედროვე ადამიანთათვის, იმდენად დიდი დოზით გავრცელებულია ჩვენს ყოველდღიურობაში რეკლამა, ნერვებს გვიშლის, ვერ ვიტანთ, მაგრამ მის გარეშე მაინც, არაფერს ვყიდულობთ.

„როდესაც ტელევიზორს უყურებთ, მე თქვენს საყვარელ ფილმს ყველაზე მაგარ ადგილას ვწყვეტ და ჩემი სარეკლამო ლოგოებით გიშლით ნერვებს, მაგრამ თქვენი ბუზღუნი სულ ფეხზე მკიდია: იმდენ მაყუთს ავიღებ რაც მომეპრიანება, იმას ვიყიდი.“

„მოცურავეები იძირებოდნენ, მაგრამ არავინ ყვიროდა მიშველეთო...“

თითქოს ადამიანობა დავკარგეთ, ზომბებად ვიქეცით , გამომთველ მანქანებს დავემსგავსეთ გრძნობების გარეშე, სადაც სენტიმენტები ყველაზე დიდ სისუსტედ ითვლება და კარერაზე, ფულზე ვართ ორიენტირებულნი.

„თანამდეროვე ტოტალიტარული სახელმწიფოები ერთ ამოცანასა და მიზანს უსახავენ პროპაგანდის მინისტრებს, გაზეთების მთავარ რედაქტორებს და სკოლის მასწავლებლებს–ხალხს შეაყვერონ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობენ.“

თითქოს რაღაცას ვხვდებით, არ მოგვწონს ეს ყოველივე, მაგრამ არ ან ვერ ვაკეთებთ გასაკეთებელს, რადგან პატარა მონახაზები გვგონია ჩვენი თავი, რაღაცის ნაწილი, წყობის თუ სისტემის და ხელძღვანელობასთან უძლურნი ვართ, მაგრამ სწორედ ის გვავიწყდება, რომ მათი ძალაუფლება ჩვენნაირებისგან შედგება. ისინი ჩვენს გარეშე არაფერს წარმოადგენენ.

„იმ სამყაროში, რომლის აღწერასაც ვაპირებ, კრიტიკის სიმწვავე დიდი ხანია მონელებულია, თავხედობა წახალისებული, დაბეზღება–უხვად დასაჩუქრებული, ხოლო პამფლეტი შეკვეთილი და ორგანიზებულია. მალე ალბათ პროვოკაციის დარგშიც დაიწყებენ ნობელის პრემიის მინიჭებას...“

ოქტავს ფული აქვს, შესაბამისად, ყველაფერზე ხელი მიუწვდება,  მაგრამ მისი კოლეგბივით უბდეურია, ზოგი გულის შეტევით კვდება ადრეულ ასაკში, ზოგიც სუიციდის წყალობით, ის კი ნარკოტიკებს ეტანება, ადამიანები, სწორედ მაშინ ხდებიან წამალზე, სასმელზე დამოკიდებულნი, როცა სურთ დაივიწყონ არსებული რეალობა, რაც მათ გარშემოა და რაც ტკივილს აყენებთ, ხოლო ვინც ბედნიერია ის არ ცდილობს არსებულის დამივწყებას.

"ცივილიზაციის ხანაში კომუნიკაციის დეფიციტი"...

დასავლეთის მცხოვრებნი ოღონდაც კი მოწყენილობას გაექცნენ რას აღარ 
მიედ-მოედებიან: ეს ტელევიზორიო, კინოო, ინტერნეტიო, ტელეფონი, ვიდეოთამშები. ისინი უკვე აღარ მონაწილეობენ იმაში, რასაც აკეთებენ. თითქოს საკუთარი ნებით კი არა, მინდობილობით ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე. თითქოს სამარცხვინო იყოს ისუნთქო აქ და ახლა. კაცი, რომელიც ტელევიზორს უყურებს ან ინტერაქტიულ საიტზეა შემძვრალი, არ ცხოვრობს. ის არ არის იქ, სადაც არის, თითქოს სხვა სამყაროში გადავიდაო. მალე ხელსაწყოები მომსახურების ზონიდან გასულ აბონენტებად დაგვაფიქსირებს და მერე ვეღარავის დააჯერებ, რომ აქ ხარ და არა იქ. პასკალის შემდეგ არაფერი შეცვლილა: ადამიანი სიკვდილის შიშის დაძლევას გართობით ცდილობს, მაგრამ ეს გართობა ისეთი ყოვლისმომცველი გახდა, რომ ლამის ღმერთი შეცვალოს.

აი, სათავე ადამიანური, ჯანსაღი ურთიერთობების პრობლემებისა, სადაც ადამიანები, იმელით ესალმებიან ერთმანეთს და იტანჯებიან მარტოობით.

"სიყვარული და ურთიერთობები"...

21–ე საუკუნეში ლექსებით, მაღალფარდოვანი ფრაზებით, ლამაზი ეპითეტებით საუბარი და შექება , სასაცილოდ და ბოდვად ითვება, უხშირეს შემთხვევაში დაცინვის და ქილიკის ობიეტი ხდება ის ადამიანი, ვინც მაღალფარდოვან გამოხატვის ფორმებს იყენებს.

რატომ გვეხამუშება რომანტიკული სიტყვების გაგონება? ჩვენ ჩვენი საკუთარი გრძნობების გვრცხვენია. ამაღელვებელ სიტყვებს ისევე ვდევნით და ვებრძვით როგორც შავ ჭირს. აბა მაშ რა ვქნათ, საკუთარი უგრძნობლობა ვაქოთ და ვადიდოთ ?!”

„ქალთა სახეები“...

„რამდენიმე გაცრუებული სასიყვარულო თავგადასავლების შემდეგ ქალები უკვე ჭკუას სწავლობენ და საფრთხეს გაურბიან:გამოიჭერენ ვინმე საიმედო, მაგრამ მაინც გამოსირებულ ბიძას და არიან წყნარად...არც გაემტყუნებათ, არავის უნდა მუდმივად გაბითურებული და უბედური იყოს.“

„სიყვარული ფარისვლურ–ამბიციური გრძნობაა: ლამაზ ნაშებს უყვრდებათ (თვითონ კი ჰგონიათ, რომ გულრწფელად) სრულიად შემთხვევით, მაყუთიანი ბიძები, რომლებსაც შეუძლიათ მათ მდიდრული ცხოვრება მოუწყონ.“

ბევრ ქალს დააფიქრებს შემდეგი ფრაზა, სად იმალება „ოქროს შუალედი“:

„ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვთ.“

„მამაკაცთა სახეები“...

„მეძავთან სიცრუე ჭეშმარიტების მომენტია. მათთან შენ შენ ხარ. ასე ვთქვათ ნორმალურ ქალთან ყოფნისას კი, თავს ძალა უნდა დაატანო, ცოტა არ იყოს უნდა შეიზღუდო, თავი უნდა მოაწონო, უნდა ეცადო იმაზე უკეთესი გამოჩნდე, ვიდრე სინამდვილეში ხარ. ერთი სიტყვით უნდა მოიტყუო. აქ კი კაცი გამოდის მეძავი.“

მამაკაცები ხშირად თამაშობენ „ჩვეულებრივ“ ქალთან ურთიერთობისას, „ტყავიდან „ ძვრვრებიან სანამ თავს არ შეაყვერებენ და როცა ქალი მათი გახდება, რჩება იმედგაცრუებული, რადგან  აღმოაჩენეს სხვა პიროვნებას.

მეძავთან კი...
“კაცს სულ კიდია, როგორც უნდა ისე იქცევა, არ ცდილობს იმაზე უკეთესად გამოიყუებოდეს, ვიდრე რეალურად ცხოვრებაშია, არ იპრანჭება. კაცისთვის ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც, ის  არის ის, რაც სინამდვილეშია: ნაღდი, სუსტი, კაცური და ფაქიზი.“

შთაბეჭდილება...

შეუძლებელია ამ წიგნს კითხულობდეს ადამიანი და გონებაში რევოლუია არ მოახდინოს, მძაფრად გაშიშვლებული რეალობაა, რომელსაც გინდა გაექცე და ვერ ახარხებ, გინდა ხელი აუქნიო, ისე როგორც ცუდ ფიქრებს და განდევნო. იწყებ პრიორიტეტების გადაფასებას, უსვამ საკუთარ თავს შეკითხვას, რისთვის ვცხოვრობ?! რა არის ყველაზე უფრო ღირებული ამ ცხოვრებაში?!