Tuesday, December 9, 2014





"ყველა ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს", 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ ერთხმად მიიღო. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ბავშვთა უფლებების დაცვა გახდა. მიუხედავად ამისა, დღეს მსოფლიოში უამრავი ბავშვი შიმშილობის ზღვარზე დგას, ასევე ბავშვთა იძულებითი შრომის მაჩვენებელი 2000 წლიდან 1/3-ით შემცირდა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით 168 მილიონი ბავშვი დღესაც იძულებით შრომობს.

ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღებიდან 25 წელი გავიდა. UNICEF-მა მსოფლიო კამპანია "Imagine" დაიწყო, რომელიც ბავშვთა უფლებების ირგვლივ გაერთანებას გულისხმობს და  ერთ-ერთი გავლენიანი მუსიკოსის, ჯონ ლენონის უკვდავ იდეას იზიარებს: " სამყარო სადაც არ არსებობს მოკვლისა და თავის შეწირვის მიზეზი... 
...სადაც ადამიანები ერთად ძმურად ცხოვრობენ''.


აღნიშნულ პროექტში მსოფლიოს ცნობილი ხელოვანები უკვე ჩაერთვნენ. მათ ჯონ ლენონის მშვიდობის ჰიმნად აღიარებული სიმღერა "Imagine"  ერთობლივად ჩაწერეს. ამით მსოფლიოს მთავარი გზავნლი მიაწოდეს:  "გაერთიანდნენ ბავშვთა უფლებების გარშემო. "




"Imagine"  -ის საყოველთაო კამპანიას საქართველოც შეუერთდა. ქართველმა შემსრულებლებმაც თავიანთი ხმა და მთავარი მესიჯი მსოფლიოს გაუგზავნეს.







0 comments: