Wednesday, March 21, 2018





WEIT






ქალაქ მიუნხენში ფილმის ჩვენებაზე ვარ, რომელსაც "WEIT" ("შორს ") ჰქვია, სათაურიდან გამომდინარე ამ ფილმმა ჩემში თავიდანვე ორმაგი დატვირთვა შეიძინა... 


დოკუმენტური ფილმი გერმანელი ახალგაზრდა წყვილის თავგადასავლებით სავსე, მსოფლიოს გარშემო "ავტოსტოპით" მოგზაურობაზე მოგვითხრობს, სადაც ქალი მოულოდნელად ფეხმძიმედ აღმოჩნდება, თუმცა წყვილი გზას ბოლომდე გმირულად აგრძელებს. 



ერთ-ერთი გაჩერება საქართველოა. მათ გაჩერებამდე თითქოს ჩემი გულიც ჩერდება, სუნთქვა მეკვრის და გამძაფრებული მოლოდინი მიპყრობს თუ რა კუთხით გადმოსცემენ შთაბეჭდილებებს ჩემს სამშობლოზე. მგონია, რომ დარბაზში მყოფი ადამიანების მზერა ჩემსკენაა მომართული. მე კი გაფართოებული თვალებით ველოდები რაღაცას და... "ზღაპრული ქვეყანა", ასეთია მათი პირველი შეფასება, მესმის ამოსუთქვის ხმა, პულსი ისევ აღდგა, მოგზაურობა გაგრძელდა... 


ფილმი იწყება კადრით, სადაც გერმანელი გვინი ინდოეთში სპილოს ეფერება და ამბობს: " სანამ საკუთარი ხელით რეალობას არ შევეხებით, ჩვენ ფანტაზიებით ვცხოვრობთ". მათთან ერთად მეც ვიმოგზაურე და დავინახე ის, რაც აქამდე ვერ წარმომედგინა და ის, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩემს წარმოსახვაში "მსოფლიო ხალხები" , ახლა კი , რეალობას შევხედე. აქამდე მჯეროდა, რომ სხვებთან შედარებით გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ამ ფილმის ნახვის შემდეგ შემიძლია გითხრათ: ჩვენ მდიდრები ვართ!


შორს მყოფმა ყველაზე უკეთ შეიძლება "დაინახო" შენი სამშობლო . 


P. S. თუ ჩვენ უცხო ქვეყნების კულტურის, ტრადიციების, გაცნობა გვინდა, მოგზაურობისას პირველად არ უნდა ვნახოთ დედაქალაქები.



https://www.youtube.com/watch?v=KwNASyvE5




0 comments: