Thursday, October 1, 2015



"ადამიანმა დიდი გზა უნდა გაიაროს, სანამ თავის თავს მიაღწევს." 
(ჯ.ქარჩხაძე)






ჩვენი ცხოვრება იმ ნაბიჯებისგან შედგება, რასაც გავდივართ. ამ გზას კი იმისთვის გავდივართ, რომ საკუთარი თავი ვიპოვოთ. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება რაღაცას ან ვიღაცას ვეძებთ და ეს სწორედ საკუთარი თავია.

მე წარმატებულ ნაბიჯებს ვაგროვებ, რაც გადამიდგამს და ამით ვთვლი, რომ მისხალ- მისახლ ჩემს თავს ვუახლოვდები.... უამრავი სირთულის, იმედგაცრუების და უსამართლობის მიუხედავად, წარმატებული ნაბიჯები, მაინც არსებობს. სწორედ ამ განვლილი ნაბიჯების გადახედვაა საჭირო იმ დროს, როცა ძალიან გვიჭირს, როცა თავს ხელმოცარულად ვგრძნობთ ან გვგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა. ასეთი მომენტები ხომ ყველას ცხოვრებაშია?



კიდევ ერთი ‪#‎წარმატება‬ ჩემს ბლოგზე




kiki emoticon http://ketilebanidze.blogspot.com/2015/09/karge.html#.Vg03A-yqqko ბლოგერთა კონკურსში კვლავ გავიმარჯვე. ამჯერად, ბლოგპოსტი მომზადდა კონკურსის- "ქართული&kar.ge"-ს ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტების პოპულარიზაციას. ვფიქრობ, შესანიშნავი მიგნებაა, მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკას ეს სასიცოცხლოდ სჭირდება...



ჩემს ირგვლივ ბევრი სკეპტიკოსია, მათ უბრალოდ არ ესმით  ბლოგს რატომ ვწერ, ამაში ხომ  თანხას არავინ მიხდის. მათთვის ერთი ჩვეულებრივი ენთუზიაზმისტი ვარ, რომლის გამოსწორებაც არ იქნება. მოკლედ, რომ ვთქვათ ჩემი არ ესმით.  ეს არ მწყინს, რადგან მე ყველას აზრს პატივს ვცემ, უბრალოდ არ ვეთანხმები. 

რა მომცა ამ ბლოგმა?

პირველ რიგში, საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ჟურნალისტი ვიყავი, ბევრი სტატია დამიწერია და ამ კუთხით თავს დაჩაგრულად ნამდვილად, არ ვგრძნობდი, ბლოგმა უფრო სხვა კუთხით წარმომაჩინა. აქ ხარ სუბიექტური, ინდივიდუალური, მოკლედ, რომ ვთქვათ შენი შეხედულებების, განცდების დაფიქსირების შესაძლებლობა გაქვს, რაც მედიაში, რა თქმა უნდა, მიუღებელია და არასწორია.  ასევე, გამაცნო ბევრი საინტერესო ადამიანი, ორგანიზაცია. კონკურსებში გამარჯვება კი მოტივაციის წყაროა. თან სიამაყის მომენტიც გაქვს, გიხარია, რომ ეს შენია, მხოლოდ შენი... იმის განცდა, რომ არავისთვის  მუშაობ, უფროსი არ გყავს და ამას მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებ ძალიან მაგარია. :)

მე  წარმატებულ ნაბიჯებს ვაგროვებ და ამაში გარდა სხვა საქმისა, ეს ბლოგიც მეხმარება. ;) 


  

0 comments: