Sunday, February 1, 2015




“ყველაზე გემრიელი ლობიანი ქუთაისში ებრაელების რეცეპტით გამომცხვარი ლობიანია. ფილმის სცენარს ჰგავს, რაც დღეს მოვისმინეთ. წარმოიდგინეთ გემო, რომელიც ბავშვობაში შენს ქალაქში იგემე, დაგამახსოვრდა, გაიზარდე,ფული დააგროვე, რეცეპტი საზღვარგარეთ მოიპოვე და ისევ ქალაქში დააბრუნე. ეს ისტორიაა, რომელიც იწყება სიტყვებით:” შენ არ გემახსოვრება ჩვენს ქალაქში ებრაელები ცხოვრობდნენ და” …
ეს ამბავი ქრისტინე მაღლაკელიძემ გვიამბო, რომელმაც ქუთაისში “ებრაელების რეცეპტით გამომცხვარ ლობიანს” შემთხევით მიაგონო, სწორედ მანვე მიგვასწავლა ადგილი, სადაც “ძველი გემო”, რომელსაც ასე მონატრებით იხსენებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები, მხოლოდ იქ, უბან ბჟოლებში შეიძლება დააგემოვნოთ.
ჩვენთან საუბარს, მაღაზიის მეპატრონე იგივე ფრაზით იწყებს.
“თქვენ არ გემახსოვრებათ, ადრე, ქუთაისში, შაუმიანზე, ებრაელები ცხოვრობდნენ, სწორედ იმ ქუჩაზე ებრაელების სასადილო “მეგადინი” იყო. აი, იქ აცხობდნენ ებრაელები, ამ ლობიანებს. როგორც კი, ებრაელები წავიდნენ ამ ლობიანების არსებობა დამთავრდა. ქუთაისში მსგავს ლობიანს ვერსად ვერ შეჭამდით, მხოლოდ ებრაელის ოჯახში თუ მოხვდებოდით და იქ დააგემოვნებდით. ძველი კულინარები ვინც იყვნენ, ისინიც  ამ რეცეპტს ეძებდნენ, ვერ იპოვეს, რა არ ცადეს, რომ ისეთი გამოსვლოდათ, მაგრამ არ გამოსდიოდათ.  ამ ლობიანის გემო იმდენად მოგვენატრა ისრაელში დაუკავშირდით ჩვენს ებრაელ მეგობარს, რომ როგორმე ეს რეცეპტი გაგვეგო. ისიც ეძებდა ამ რეცეპტს, როგორ ლობიანსაც “მეგადინში” აცხობდნენ. რეცეპტი ოთხი თვე ვეძებეთ და ბოლოს კიდეც მივაგენით.”– გვითხრა მაღაზიის მეპატრონე რამაზ ჯანგავაძემ.
თუკი თქვენ გახსოვთ ებრაელების რეცეპტით გამომცხვარი ლობიანის გემო და გენატრებათ, ან არ იცით და გსურთ გაიგოთ,  მის დაგემოვნებას ბჟოლებში, მაღაზია “საოჯახო რამე სამზარეულოში” შეძლებთ.
ქეთევან ლებანიძე

0 comments: